"ლეიბორისტული" პარტია - უმაღლესი განათლების მიღება მდიდართა პრივილეგიად იქცა
"ლეიბორისტული" პარტია - უმაღლესი განათლების მიღება მდიდართა პრივილეგიად იქცა
13:58 24.02.2012
"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაცია უმაღლესი განათლების მიღებას მდიდართა პროვილეგიად აფასებს.
როგორც "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი ყიფიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სტუდენტთა უმრავლესობა იძულებულია უკანასკნელი ლარი გამოიტანოს ოჯახიდან, რათა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი არ შეუჩერონ.
ლეიბორიტების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საპარლამენტო ჯგუფს თხოვნით მიმართა, შეეტანათ საკანონმდებლო ინიციატივა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების თაობაზე.
"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანია ჰყავდეს არა განათლებული მომავალი, არამედ მორჩილი ახალგაზრდობა. 2003 წლიდან ეს მზაკვრული გეგმა თანმიმდევრულად ხორციელდება"- განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

ბეჭდვა