ქალაქ ლაზიკას სპეციალური სტატუსის განსაზღვრის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა 108 ხმით ერთის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, ლაზიკას სტატუსი ორგანული კანონით განისაზღვრება.
კენჭისყრამდე „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პროექტის განხილვის შეჩერება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.
ოპოზიციის წინააღმდეგობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ამ დრომდე უცნობია რა თანხები დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქალაქის მშენებლობაზე.
როგორც „ქრისტიან–დემოკრატმა“ ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ეს პროექტი ბიუჯეტს რამდენიმე მილიარდი დაუჯდება და უმჯობესია ეს სახსრები ხელისუფლებამ ქართული სოფლის აღორძინებაზე მიმართოს.
