„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი ხელისუფლების მიერ ახალი საბანკო კანონპროექტის შემოღებას აპროტესტებს.
ამის შესახებ მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შატბერაშვილის შეფასებით, ხელისუფლება არ ჯერდება მსოფლიოში უპრეცედენტო საბანკო პროცენტს და მოსახლეობის დასაყაჩაღებლად ახალი კანონპროექტი შემოაქვს.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე სააღსრულებლო ბიუროს საშუალება ეძლევა, აუქციონზე გაყიდოს მოქალაქის ქონება, ისე რომ ამის შესახებ მფლობელმა ვერაფერი შეიტყოს.
ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას ეს უფრო ცუდ დღეში ჩააგდებს. არ შეიძლება სხვისი უკიდურესი გაღატაკებით ვინმემ ფული გააკეთოს“-განაცხადა შატბერაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტია“ ხელისუფლებას მიმართავს არ მიიღონ აღნიშნული კანონპროექტი.
