პარლამენტის ვიცე–სპიკერი პაატა დავითაია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას საერთაშორისო საზოგადოების
პოლიტიკური "დაბოლების" მცდელობად აფასებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს "კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში" ადანაშაულებს.
პაატა დავითაის შეფასებით, მარკინის კომიტეტის განცხადება სასაცილოა რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, როგორც ტალიავინის ასევე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში დადასტურებულია თუ როგორ იძლეოდა ქართული სოფლების განადგურების ბრძანებას ნინძაევი.
პარლამენტის ვიცე–სპიკერს მიაჩნია, რომ რუსული მხარის გააქტიურება საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელსაც უკავშირდება, რადგან კრემლს მსგავსი განცხადებებით თავის გამართლება სურს.
