თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბესაძე გახდა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბესაძე გახდა
18:20 26.12.2016
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი აბესაძე გახდა.
კომიტეტის წევრებმა ის 12 ხმით აირჩიეს, რომელთაგან 8 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო.
„კომიტეტში მუშაობა ძალიან ბევრი მიმართულებით არის საჭირო იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ვხედავთ, რომ ჯარის პროფესიული საკონტრაქტო დაკომპლექტების სერიოზული პრობლემაა. ამ ფონზე 48 მილიონით ჯარისკაცების ხელფასები შემცირდა. მეორე მხრივ, გაიზარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრემია-დანამატების ფონდი 7 მილიონი ლარით, რომელიც ასევე პრობლემაა სახელმწიფოსთვის-განაცხადა აბესაძემ.

ბეჭდვა