საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წერილები გაცვალეს
საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წერილები გაცვალეს
10:58 19.06.2012
საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გრიგოლ ვაშაძემ და პაოლო საკადურა კაბრალ პორტაშმა წერილები გაცვალეს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილებში ხაზგასმულია საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული ისტორიული კავშირები, ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში და ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა მრავალმხრივ ფორმატში.
წერილები მინისტრებმა საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით გაცვალეს.

ბეჭდვა