„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა კობა ჯაბუას და ნინო ყურუას გირაოს თანხა გადაიხადეს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა კობა ჯაბუას და ნინო ყურუას გირაოს თანხა გადაიხადეს
19:24 18.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა თანამოაზრეების კობა ჯაბუას და ნინო ყურუას გირაოს თანხა შეაგროვეს.

ახალგაზრდებმა აკრეფილი თანხა სოლიდარობის ნიშნად, საბანკო ანგარიშზე უკვე გადარიხცეს.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს კობა ჯაბუას და ნინო ყურუას „ქართული ოცნების“ ფლაერების დარიგების გამო, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ბრალდებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო 9 ივნისს შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 000 ლარი მათ ათი დღის განმავლობაში უნდა გადაეხადათ.

ბეჭდვა