ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრი ლევან ვეფხვაძე მიესალმება ბაგრატის ტაძრის სარეკოსტრუქციო სამუშაოების შეჩერებას.
„ყველაზე დიდი პრობლემა არის გამჭვრივალობის საკითხი. არავინ იცის რა ცვლილებები შეაქვთ რეკონსტრუქციისას“ – განაცხადა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, ის ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ტაძრის ტერიტორიაზე, თუმცა, იქ ლიფტის დამონტაჟების სამუშაოები არ შეუმჩნევია.
„როგორც ჩანს, ლიფტის იდეა მოგვიანებით გაჩნდა“ – განაცხადა ვეფხვაძემ და აღნიშნა, რომ ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტი უნდა ეფუძნებოდეს ისტორიკოსებისა და სპეციალისტების პოზიციებს.
მისი თქმით, პროექტი მეტალომინისა და სხვა თანამდროვე კონსტრუქციებით არ უნდა არღვევდეს ძეგლის ისტორიულ ესთეტიკურ სახეს.
პატრიარქის მოთხოვნით დღეიდან ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია დროებით შეჩერდა.
