თსუ-ს არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები გონიოსა და ციხისძირში სადაზვერვო სამუშაოებს დაიწყებენ
თსუ-ს არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები გონიოსა და ციხისძირში სადაზვერვო სამუშაოებს დაიწყებენ
18:26 18.06.2012
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, გონიოსა და ციხისძირში სადაზვერვო სამუშაოებს იწყებენ.

როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, არქეოლოგთა ერთი ჯგუფი ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქ პეტრას ნანგრევებს დაათვალიერებს. ხოლო მეორე, მყვინთავთა ჯგუფი წყალქვეშა სამუშაობს გონიოში ჩაატარებს.

პეტრას ნანგრევებში აღმოჩენილია ძვ.წ. აღ. I ათასწლეულის ნაშთები და ასევე, ბიზანტიური კულტურის ნიმუშები.

ბეჭდვა