საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ისრაელის პარლამენტის დეპუტატები მიიღო საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფიდან, რომელსაც ქნესეთის წევრი ავრაამ მიხაელი ხელმძღვანელობს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-სამეცნიერო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი სამართლებლივი ბაზის შემდგომი სრულყოფის საკითხები, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
