საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დეპუტატები კიდევ სამჯერ შეიკრიბებიან
საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დეპუტატები კიდევ სამჯერ შეიკრიბებიან
16:20 18.06.2012
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე სხდომებზე კიდევ სამჯერ შეიკრიბება.
ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
კერძოდ, დეპუტატები ორჯერ პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირაში შეიკრიბებიან, ხოლო რიგგარეშე სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს, მიმდინარე წელს – 29 ივნისს, ოფიციალურად იხურება.

ბეჭდვა