„ლეიბორისტულმა პარტიამ“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს ხელისუფლების გარიგების შესახებ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა.
ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, 26 მაისს, ნიუ-იორკში „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერი და საქართველოს ელჩი გაერო-ში კახა ლომაია ერთად „შეხმატკბილებულად“ მართავდნენ აქციას.
„სოროსიზმის ფუძემდებელი საქართველოში, ანტიეროვნულობისა და ანტიმართმადიდებლობის მთავარი იდეოლოგი, სააკაშვილის ემისარი გაერო-ში კახა ლომაია და ივანიშვილის ოცნების ლიდერები 26 მაისს, ნიუ-იორკში სრულიად შეხმატკბილებულები ერთად ატარებდნენ აქციას“ - განაცხადა გუგავამ და აღნიშნა, რომ ეს არის „კრიმინალ-ოლიგარქის“ და „დიქტატორის“ ფარული თანამშრომლობა-გარიგების უტყუარი მტკიცებულება.
მისი თქმით, ეს ღონისძიება აშკარას ხდის იმას თუ როგორ აპირებენ ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის მოტყუებას და არჩევნების შემდეგ, ძალაუფლების ერთმანეთში გადანაწილებას.
