აჰმადინეჯადის პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ საქართველო ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას შეეცდება
აჰმადინეჯადის პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ საქართველო ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას შეეცდება
13:41 18.06.2012
საქართველო, ირანთან ისევე როგორც სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან, პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას შეეცდება.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის მიერ 2013 წლიდან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას დღეს აღნიშნა.

„ირანი არის ერთ-ერთი დიდი მეზობელი სახელმწიფო, რომელთანაც სხვა მეზობლების მსგავსად, ვცდილობთ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს. ბოლო პერიოდში, ჩვენს შორის განსაკუთრებით გაღრმავდა ეკონომიკური კავშირები. შევეცდებით ეს კეთილმეზობლური ურთიერთობები მომავალშიც შევინარჩუნოთ“ - განაცხადა კალანდაძემ.

ირანის პრეზიდენტმა 55 წლის მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გერმანულ გამოცემა „ფრანქფურტ ალგემაინესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს 2013 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. მისი თქმით, ირანის კონსტიტუცია კრძალავს უწყვეტად მესამედ პრეზიდენტად კენჭისყრას და კანონის შეცვლას არ აპირებს.

ბეჭდვა