ისარელის ქნესეთის დელეგაციასთან შეხვედრისას ქართული მხარე ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ირანის საკითხსაც დააყენებს.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველოში ქნესეთის დელეგაციის ვიზიტისას განიხილება საქართველო-ისრაელის ურთიერთობების მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, ხალხთა შორის ურთიერთობები და ეკონომიკური თანამშრომლობა.
„ვფიქრობ, რომ ორმხრივი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები იქნება წამოწეული, თუმცა, საუბარი შეეხება მსოფლიო მნიშვნელობის რეგიონალურ საკითხებსაც, რაზეც ისრაელის პოზიცია საინტერესოა, მათ შორის სავარაუდოდ, ქართული მხარე დაინტერესდება ირანთან დაკავშირებული საკითხითაც“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ისარელის ქნესეთის მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, რომელიც თბილისში იმყოფება, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება.
