საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას ესპანეთის ქალაქ ბისკაიში საქართველოს 13 მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია
ჯერჯერობით არ მიუღია.
როგორც მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, უწყებამ ამ ფაქტის შესახებ მედიიდან შეიტყო და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ესპანეთში ადგილობრივი სამართალდამცავებისაგან ოფიციალური ცნობა არ მიუღია.
საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის რეაგირებას ესპანური მხარის შეტყობინების შემდეგ დაიწყებს.
ქართველებისგან შემდგარი 13 კაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფება ბინების ძარცვის ბრალდებით ესპანეთში დააკავეს.
