„ქართული ოცნება“ კამპანია „ეს შენ გეხებას“ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს
„ქართული ოცნება“ კამპანია „ეს შენ გეხებას“ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს
12:28 18.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ თანამოაზრეებს კამპანია „ეს შენ გეხებას“ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცენების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, კოალიცია მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაანალიტიკოსების მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ორი ინიციატივის - must carry- ისა must offer-ის შესახებ საკანონმდებლო წინადადების ინიცირებას.
ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიციის წევრი ყველა კვალიფიციური სუბიექტი ხელს აწერს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში პარლამენტს განსახილველად გადაეცა და რომელიც საკაბელო მაუწყებლების ვალდებულებას ითვალისწინებს, გადასცენ ლიცენზირებული მაუწყებლების მიერ მომზადებული პროგრამები.
„ეს საშუალებას მისცემს საქართველოს თითეულ მოქალაქეს ფლობდეს მრავალმხივ და ობიექტურ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრულარისტული საინფორმაციო ველის შექმნა წინასაარჩევნო პერიოდში, რათა როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე ამომრჩეველს მიეცეს პოლიტიკური ძალების პროგრამების გაცნობის და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება“- განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა სატელევიზიო მონოპოლიის ხელიდან გაშვებაზე და აღნიშნული ინიციატივა დაბლოკა.
ფანჯიკიძის ინფორმაციით, ამჟამად საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები 30 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ, რათა დასახელებულ საკითხებში გარღვევას მიაღწიონ.
მისივე თქმით, კოალიცია ვალდებულებას იღებს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჯანსაღი და მრავალმხრივი მედიაგარემოს შექმნისთვის საკანონმდებლო ინიციატივების განხორცილება დაიწყოს, რათა ქართული მედია თავისუფლებისა და პროფესიონალიზმის კუთხით, რეგიონში ლიდერი გახდეს.

ბეჭდვა