„ქართული ოცნება“ გუშინ ოზურგეთში გამართულ აქციას დადებითად აფასებს
„ქართული ოცნება“ გუშინ ოზურგეთში გამართულ აქციას დადებითად აფასებს
11:39 18.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გუშინ ოზურგეთში გამართული აქცია დადებითად შეაფასა.
მან გურულებს მადლობა გადაუხადა აქციაზე დასწრებისთვის და აღნიშნა, რომ ეს იყო გურიაში ყველა დროის ყველაზე დიდი აქცია.
მისი თქმით, აქციაზე უამრავი ხალხი მივიდა და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.
მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მიეცა შესაძლებლობა, რომ ყველაფერი სცენარის მიხედვით წარმართულიყო.
„ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა გურიის მაჟორიტარ კანდიდატებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პუბლიკამ ისინი კარგად მიიღო და დღეიდან კანდიდატები გურიის რეგიონში მუშაობას დაიწყებენ.
„შემდეგი აქცია 1 ივლისს მცხეთა-მთიანეთში გვექნება. ამაზე ჯერ კონკრეტულად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ისიც მასშტაბური აქცია იქნება, ღმერთმა ქნას მშვიდობით მივიდეთ 1 ივლისამდე და ხელი არაფერმა შეგვიშალოს. სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ბეჭდვა