ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახის ბიზნესსაქმიანობის შესასწავლად, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
"ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს მოთხოვნით, შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს სააკაშვილისა და მისი ოჯახის ბიზნეს საქმიანობებს სხვადასხვა სფეროში" - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესთან" საუბარში "ქართული დასის" ლიდერმა.
მისივე თქმით, მათ გააჩნიათ საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველოში საწვავის ფასების ზრდა საქართველოს პრეზიდენტის უშუალო ხელდასმით ხდება და საწვავის ბიზნესს პირადად პრეზიდენტი და მისი ოჯახი კურირებს.
ბაღათურიას განცხადებით, მზადდება საკანონმდებლო ინიციატივაა, რათა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტის კენჭისყრაზე გავიდეს.
