ბიძინა ივანიშვილს მრავალმილიონიანი ჯარიმების არ ეშინია
ბიძინა ივანიშვილს მრავალმილიონიანი ჯარიმების არ ეშინია
21:28 17.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ოზურგეთის აქციაზე მისი დაჯარიმების ფაქტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს სააკაშვილის ოინებია.
„ბოლო დღეებში სააკაშვილის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მილიონობით ჯარიმა დამაკისრა. ეს სააკაშვილის უბადრუკი ოინებია. ვიცი, რომ საზოგადოება ღელავს ამის გამო, ხალხი შეშფოთებულია“ - განაცხადა ივანიშვილმა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ არ შეშინდნენ.
მისი თქმით, მას ამ მეთოდებით ვერ შეაჩერებენ.
„არაფერი გამოუვათ, მე ვერ შემაჩერებენ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
თავის გამოსვლაში ის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეამცირებს „გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს, ხოლო პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება.
„საარსებო მინიმუმის ოდენობაც გადაიხედება, შეიცვლება და რეალურ ციფრს მიუახლოვდება“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

ბეჭდვა