კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში გამართულ აქციაზე გურიის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ რანგირებული დიპლომატი ზვიად კვაჭანტირაძე იქნება, ლანჩხუთში - ფეხბურთელი თემურ ჩხაიძე, ხოლო ჩოხატაურში - მომღერალი, ჟურნალისტი თემურ ჭკუასელი.
„შემოდგომისთვის მთელ საქართველოს ერთ მუშტად შევკრავთ. გამარჯვებისთვის მოემზადეთ, შემოდგომისთვის ზეიმისთვის მოემზადეთ“- მოუწოდა ივანიშვილმა ხალხს.
მისი თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება და რაც ხდება, მას წინასწარ ჰქონდა გათვლილი.
