კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გურულების
განსაკუთრებულ ნიჭზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გურული გლეხი ისე იმსჯელებს მსოფლიო პოლიტიკაზე, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს შეშურდება.
„მახსენდება ფრანგი ფილოსოფოსის სიტყვები - ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ. დარწმუნებული ვარ, ეს კაცი გურული რომ ყოფილიყო პირიქით იტყოდა - ვარსებობ, მაშასადამე ვაზროვნებ. ვერანაირი ოქრო-ვერცხლი ვერ შეედრება ამ სიმდიდრეს და აზროვნებას. ხოლო იმავე გლეხის და მისი რამდენიმე მეზობლის ნამღერი კრიმანჭული მსოფლიო პოლიფონიის შედევრად არის მიჩნეული“- აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, დროა გურულებმა თავისი საკადრისი ადგილი იპოვონ. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გურიის მოსახლოება ყოველთვის განსაკუთრებული იუმორითა და კრიტიკული აზროვნებით გამოირჩეოდა. მან რამდენიმე ანეგდტოტიც გაიხსენა.
ივანიშვილმა ნოდარ დუმბაძის სიტყვები მოიშველია - სადაც 2 გურულია, იქ 3 განსხვავებული აზრიაო და აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლება სწორედ განსხვავებულ აზრს ებრძვის.
„ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ეს კრიმანჭულის, ხასანბეგურას სამშობლოა, აქ ყველა სხვადასხვა მელოდიას მღერის, მაგრამ ერთად ისეთი პოლიფონია იქმნება, მსოფლიოში ბადალი რომ არ მოეპოვება.
ასეთებად უნდა დარჩეთ გურულებო. საქართველოს ასეთები უყვარხართ და ასეთები სჭირდებით“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ისეთი ქვეყანა უნდა აშენდეს, სადაც ხელისუფლების ღირსება იქნება, როგორ მოექცევა იგი განსხვავებულ აზრს.
