პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია ოზურგეთში უკვე დაიწო.
აქცია ანსამბლმა „თბილისმა“ სიმღერით გახსნა.
ხალხს სიტყვით მიმართა კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, მან ხალხის რაიოენბოთ კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გურია მისთვის განსაკუთრებით საყვარელი რეგიონია, რადგან ახალგაზრდობის დიდი ნაწილი გურიაში აქვს გატარებული.
ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრის წინ შეკრებილ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს კოლონები გურიის სხვადასხვა რაიონებიდან შეუერთდნენ.
აქციის სცენა ქუთაისის მსგავსად, ოზურგეთშიც დაჯავშნული მინითაა შემოსაზღვრული.
