ოზურგეთში „ქართული ოცნების“ აქციაზე კოლონები 30-ზე მეტი რაიონიდან მიემართებიან
ოზურგეთში „ქართული ოცნების“ აქციაზე კოლონები 30-ზე მეტი რაიონიდან მიემართებიან
18:20 17.06.2012
ჩოხატაურიდან ოზურგეთის მიმართულებით მიმავალი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კოლონა აქციას რამდენიმე წუთში შეუერთდება.

კოლონას, რომელიც კოალიციის ლიდერების თქმით, დაახლოებით 2000 კაციანია, ბიძინა გუჯაბიძე, გია ცაგარეიშვილი და თემურ ჭკუასელი მიუძღვებიან.

კოლონები ოზურგეთის მიმართულებით 30-ზე მეტი რაიონიდან დაიძრა.

ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრის წინ აქცია 19 საათზე დაიწყება. აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. დღესვე, აქციაზე კოალიციის გურიის რეგიონის მაჟორიტარები დასახლდებიან.

ბეჭდვა