მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მომავალი ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე ერთი უთო ან 1000 მაცივარი
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მომავალი ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე ერთი უთო ან 1000 მაცივარი
15:14 17.06.2012
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ფულით პოლიტიკური კორუფციის წარმოქმნის და ხალხის ხმების ყიდვის მცდელობას აქვს ადგილი.

როგორც პრეზიდენტმა ფოთში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სახელმწიფო აპარტაში კორუფცია აღარ არის, თუმცა, ახლა სხვა ტენდენცია გამოიკვეთა.

„ზოგი შეიძლება გაიყიდოს საბანკო კრედიტის ფულზე, ზოგი მაცივარზე, ზოგმა შესაძლოა, უთოდ შეაფასოს მთელი თავისი მომავალი, მაგრამ საქართველოს მომავალი ბევრად უფრო მეტი ღირს, ვიდრე ერთი უთო, 1000 მაცივარი ან 200 მლრდ ლარი“- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, საქართველო წინ მიიწევს და ხალხს საკუთარი მომავლის განჭვრეტა კარგად შუძლია.

სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ღარიბი მოსახლეობა ჰყავს, სიღარიბის დონე მცირდება და აშკარა პროგრესიც იგრძნობა.

„ძალიან კარგად ვიცი, რომ სინგაპური და ჰონკონგი ჯერ არ ვართ. თუმცა, არის ქვეყნის წინსვლა და პროგრესი. მთავარია, ეს პროგრესი თითეულმა ადამიანმა იგრძნოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ არ დაგვრჩეს არცერთი ჩვენი მოქალაქე უსამართლობის ზღვაში გადაგდებული“- აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მოსახლეობასთან ფოთის განვითარებაზე ისაუბრა და მათ კითხვებსაც უპასუხა.

ბეჭდვა