საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, სადაც
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში იღებს მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტში სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ კონფერენციაზე (Visa Liberalisation as an EU Foreign Policy Tool).
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან/პოლიტიკურ დირექტორთან ჟან კრისტოფ ბელიარდთან და ევროპარლამენტარებთან.
