პარლამენტი მთავრობას ნდობას დღეს გამოუცხადებს
პარლამენტი მთავრობას ნდობას დღეს გამოუცხადებს
11:03 26.11.2016
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას კენჭი დღეს, რიგგარეშე სხდომაზე ეყრება.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოხსენებები შესაბამის კომიტეტებსა და ფრაქციებთან უკვე წარადგინეს.
ცნობისთვის, მთავრობის დამტკიცებისთვის 76 ხმაა საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოდგენილ მმართველ გუნდს, სავარაუდოდ, ნდობის მოპოვების პრობლემა არ ექნება.
ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

ბეჭდვა