„ქართული ოცნების“ ოზურგეთის აქციაზე მხარდამჭერებს 16.00 საათიდან ელოდებიან
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის აქციაზე მხარდამჭერებს 16.00 საათიდან ელოდებიან
12:38 17.06.2012
ოზურგეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე დასასწრებად მხარდამჭერების ჩასვლას 16.00 საათის შემდეგ ელოდებიან.

როგორც „ნიუსპრესს“ ოზურგეთის აქციის კოორდინატორმა, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, აქციაში მონაწილებას მიიღებს გურიის ყველა რაიონის მოსახლეობა.

„ამ დროისთვის რეგიონში იმყოფება კოალიციის 60-მდე ლიდერი და ცნობადი სახე და ისინი სხვადასხვა ჯგუფებს გაუძღვებიან ოზურგეთისკენ“ - აღნიშნა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება აქციის მოსამზადებელ ტექნიკურ სამუშაოებს, როგორც ჩიქოვანმა განაცხადა, სამუშაოები 05.00 საათიდან მიმდინარეობს და ბოლო დეტალები სრულდება - უკვე დამონტაჟებულია სცენა და მიმდინარეობს გახმოვანების უზრუნველყოფის სამუშაოები.

„ნიუსპრესის“ ინფორმაციით, კოალიციის ლიდერები ამ დროისთვის ურეკში იმყოფებიან.

ოზურგეთის აქცია 19:00 საათზეა დაგემილი. დღეს, სავარაუდოდ, გურიის რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატებიც დასახელდებიან.


ბეჭდვა