საქართველოში ნატოს მეხუთე კვირეული ოფიციალურად დასრულდა
საქართველოში ნატოს მეხუთე კვირეული ოფიციალურად დასრულდა
10:25 17.06.2012
საქართველოში ნატოს კვირეული ოფიციალურად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიხურა.
კვირეულის ბოლო დღეს ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენლის კესტუტის იანკაუსკასის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ესაუბრნენ.
ნატოს დღეები საქართველოში მეხუთედ ჩატარდა.
2012 წლის ნატოს კვირეული ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ გახსნა. გახსნასთან ერთად ვიცე პრემიერ–მინისტრი და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, პროფესორებს როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ასევე დედაქალაქიდან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

ბეჭდვა