25 თებერვალს დეპუტატები ახმეტის რაიონის სოფელ დუისში კომიტეტის სხდომას გამართავენ.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.
კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოვა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური. ის კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობაზე ისაუბრებს.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ახმეტის რაიონის სოფელ დუისში 13:00 საათზე გაიმართება.
