პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დღეს ჟენევაში აქციას გამართავენ.
„ქართული ოცნების“ „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აქცია სასტუმრო „პრეზიდენტ უილსონის“ წინ, სანაპიროზე, 14.00 საათზე დაიწყება.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქციები უკვე გაიმართა საბერძნეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
დღესვე, კოალიციის მხარდამჭერი აქცია, საქართველოში, ქალაქ ოზურგეთშიც გაიმართება.
