საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოში ჩავიდა და აბაშის ფერმერთა მომსახურებისა და მარცვლეულის შესანახი ცენტრი ადგილობრივ
მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილი სოფელ წალიკარის მცხოვრებლებს ეზოებში მოულოდნელად ესტუმრა, მოგვიანებით კი ისინი სერვისეცენტრის დასათვალიერებლად ავტობუსით წაიყვანა.
მგზავრობისას პრეზიდენტი ადგილობრივებს ამერიკული სიმინიდის პროგრამასა და მის შედეგებზე ესაუბრა. სააკაშვილი შარშანდელი მოსავლის ოდენობითაც დაინტერესდა.
პრეზიდენტმა სოფლის მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სოფლის სიძლიერე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა გლეხმა უნდა არჩინოს.
აბაშის ფერმერთა მომსახურების ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს ემსახურება და მოსახლეობას აქ კვალიფიციური აგრონომის უფასო კონსულტაციისა და რამდენიმე სახის ლაბორატორიული მომსახურების მიღება შეუძლია.
ცენტრში 67 ადგილობრივია დასაქმებული.
