რუსთავის იუსტიციის სახლი ნატოში ლიტვის ელჩმა დაათვალიერა
რუსთავის იუსტიციის სახლი ნატოში ლიტვის ელჩმა დაათვალიერა
18:05 16.06.2012
რუსთავის იუსტიციის სახლი ნატოში ლიტვის ელჩმა კესტუტის იანკაუსკასმა დაათვალიერა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ „ნიუსპრესისთვის“ მოწოდებული  ინფორმაციით, იანკაუსკასი საქართველოში სახელმწიფო მომსახურების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნო.
სპეციალურად საპატიო სტუმრისათვის იუსტიციის სახლში ტური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ნატოში ლიტვის წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცა, სერვისცენტრის ფუნქციონირების სპეციფიკასა და მომსახურების სტანდარტებს დაკვირვებოდა.
ვიზიტის ბოლოს სტუმარმა ფილმი „მომავლის საქართველო“ ნახა, რომელიც ქართული რეფორმების თემაზეა შექმნილი. იანკაუსკასს სიმბოლური საჩუქარი - იუსტიციის სახლის პასპორტიც გადაეცა.
ნატოში ლიტვის ელჩი საქართველოში 14 ივნისიდან იმყოფება. მან შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და ჟურნალისტებთან გამართა.


ბეჭდვა