ლევან ვეფხვაძე – მოსამართლეების უმეტესობის შინაგანი რწმენა პროკურატურაა
ლევან ვეფხვაძე – მოსამართლეების უმეტესობის შინაგანი რწმენა პროკურატურაა
11:17 24.02.2012
"ქრისტიან–დემოკრატების" ერთ–ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დიდი ნაწილის შინაგანი რწმენა პროკურატურაა.
აღნიშნული განცხადება ლევან ვეფხვაძემ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანაზე მსჯელობდნენ.
ლევან ვეფხვაძის განმარტებით, მოსამართეები გადაწყვეტილებას ორი რამით -კანონით და შინაგანი რწმენით იღებენ.
"მოსამართლეების შინაგანი რწმენა არის პროკურორი, მე ყველა მოსამართლეზე არ ვამბობ, მაგრამ, მოსამართლეების 90%–ს პროკურატურა სწამს" – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.


ბეჭდვა