„დემოკრატიული მოძრაობა“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება
„დემოკრატიული მოძრაობა“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება
17:09 16.06.2012
„დემოკრატიული მოძრაობა“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო მონიტორინგის   მეორე შუალედურ ანგარიშს ეხმიანება. პარტიის პოზიციით, ანგარიშში ნათლად არის ნათქვამი, იმის შესახებ, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო ამკაცრებს ტერორს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების, ასევე რეალურად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი მომხრეების მიმართ.
“დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს განცხადების თანახმად, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ხელისუფლების შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით აღნიშნული პარტიის მოსაზრებებს ოპოზიციის დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა და ამის გამო პარტიას ხშირად აკრიტიკებდა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ აცხადებდა და აცხადებს, რომ ქვეყნის დღევანდელი მმართველი გუნდი არ დაუშვებს ქვეყანაში რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. როგორც მოსალოდნელი იყო, ისედაც მძიმე საარჩვენო გარემო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო დამძიმდა და სააკაშვილი და მისი გარემოცვა ყველაფერზე მიდის იმისათვის, რომ გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა“-ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულის გამო „დემოკრატიული მოძრაობა“ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ხელისუფლების შესაჩერებლად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან, რადგან ქვეყნის მმართველი რეჟიმი დიქტატურისაკენ მიდის.






ბეჭდვა