ექსპერტი სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, სააკაშვილის განცხადება, რომ არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს, ორი კურდღლის მადევარის პოზიციას გავს. მისი განცხადებით, მიხეილ
სააკაშვილს ამ ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ის რომ მას არჩევნების მოსაგებად შეუძლია ყველაფერი იკადროს, ოღონდ კი გამარჯვება მოიპოვოს.
„არჩევნებში გამარჯვების ოპტიმიზმი მისთვის შეიძლება არსებობდეს რადგან მას შეუძლია ყველაფერი იკადროს კონკურენტული გარემოს მოსასპობად.
მიუხედავად მოგელაძის, კონსტანტინე კუბლაშვილის და მისი ძმის მცდელობისა ქვეყანაში უკანონობა დაამკვიდრონ, ისინი საზოგადოებასთან ბრძოლაში დამარცხდებიან“-განაცხადა ცისკარიშვილმა.
ამასთან როგორც ექსპერტი აცხადებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ სამართლიანი არჩევნების პირობებში სატრაბახო არაფერი ექნება, რადგან ამ შემთხვევაში უმცირესობაში ყოფნა მოუწევს.
„ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაში ყოფნას შეუჩვეველია და ვერც ის კოშმარი წარმოუდგენია რასაც უმრავლესობის დაკარგვა ჰქვია. სამართლიანი არჩევნების პირობებში კი ეს გარდაუვალია“ -განაცხადა ცისკარიშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბარში.
