“ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გურამ ამაღლობელმა “ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა დატოვა.
როგორც მან “ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, “ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა ხელისუფლების სატელიტი პარტიაა და ეს გახდა მიზეზი მის მიერ პარტიის დატოვებისა. ამაღლობელის თქმით, ის თანამოაზრეებთან ერთად იწყებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, თანამოაზრედ კი კოალიცია “ქართულ ოცნებას“ მიიჩნევს.
გურამ ამაღლობელის განცხადებით ის დღეიდან “ქართულ ოცნების“ რიგებში იქნება.
ამაღლობელი „ქრისტიან-დემოკრატების“ შუახევის ორგანიზაციას 2011 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.
