„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმი ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, რომელიც მან დმანისის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა, ხელისუფლებას
ხალხმა 27 მაისს თბილისში, 7 ივნისს კი ქუთაისში უთხრა არა და ამას ხალხი არჩევნებზეც იტყვის.
„კოალიცია „ქართული ოცნება“ გთავაზობთ თავისუფალ არჩევანს. ჩვენ ერთადერთ რამეს ვითხოვთ, მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და იქ შემოვხაზოთ არა ფსევდოსინგაპური, არამედ მთლიანი საქართველო, რომელშიც ყველა ეროვნების მოქალაქეს სამშობლოს ღირსეული განცდა ექნება. ერთხელ მაინც ჩვენი ნებით გავაკეთოთ არჩევანი და ჩვენი ნებით ვუთხრათ კი საქართველოსა და თითოეული ჩვენგანის ოცნებას“-განაცხადა შარტავამ .
შეხვედრაზე მყოფი ზვიად ძიძიგურის განცხადებით კი, მითი იმის შესახებ, რომ ქვემო ქართლის მოსახლეობის საარჩევნო ხმები ხელისუფლებას ჯიბეში უდევს, ოქტომბერში დაიმსხვრევა.
„დმანისში და ქვემო ქაართლში ხელისუფლებას რაც უნახავთ იმას ვეღარ ნახავენ. ეგ ამბავი დამთავრდა, ჩვენ დღეს უძლიერესი ძალა ვართ და არჩევნებს ვეღარ გააყალბებენ“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
