მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მოგებაში დარწმუნებულია
მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მოგებაში დარწმუნებულია
11:27 16.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება არჩევნებში გაიმარჯვებს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის  გასხნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ზოგიერთი პოპულისტი მოსახლეობას უამრავ წინასაარჩევნო დაპირებას აძლევს. ამის მაგალითად პრეზიდენტმა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დაასახელა.
„ქრისტიან-დემოკრატები“ ყოველდღე ახალ რაღაცას პირდებიან ხალხს. რომ დავითვალე, ბოლო ერთ კვირაში რა დაპირებებიც გასცეს, ლამის დავურეკე გიორგი თარგამაძეს და ვუთხარი, რომ უკვე 10 მილიარდის თამასუქები აქვთ გაცემული“-განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ - „ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებს მოიგებს, არავის არაფერს პირდება.“
პრეზიდენტის განცხადებითვე, ხელისუფლება არ დავუშვებს, რომ რაიმე პოლიტიკურმა პროცესმა, თუნდაც არჩევნებმა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეაფერხოს.

ბეჭდვა