საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრი გახსნა.
გახსნის ცერემონიალზე მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე
ისაუბრა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო რეგიონალური მნიშვნელობის ფინანსური ცენტრი უნდა გახდეს და ამისთვის მთავრობა შესაბამის პროექტსაც ამზადებს. პრეზიდენტმა ყურადღება საკრედიტო სისტემის დახვეწაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის დაბალპროცენტიანი სესხების პრაქტიკის დამკვიდრებაა აუცილებელი.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საკასო ცენტრი აშენდა. მისივე თქმით, ახალ საკასო ცენტრში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვისა და ცენტრალიზებული კონტროლის მაღალტექნოლოგიური პროგრამები დაინერგება. ის ტექნოლოგიური დანადგარები, რომლითაც ახალი საკასო ცენტრია აღჭურვილი, მიმოქცევაში გაცვეთილი ან ყალბი ფულის ნიშნების არსებობის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.
