ჯონდი ბაღათურია ბათუმში სამოქალაქო საპროტესტო მსვლელობას მოაწყობს
ჯონდი ბაღათურია ბათუმში სამოქალაქო საპროტესტო მსვლელობას მოაწყობს
09:53 16.06.2012
პარტია „ქართული დასის“ ორგანიზებით, დღეს ბათუმში აჭარის მოსახლეობის სამოქალაქო საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული დასის“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა  დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს იქნება ერთგვარი სამოქალაქო პროტესტი და გამაფრთხილებელი ნაბიჯი იმ მიზნით, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ყურადღება მიაქციონ აჭარაში და კერძოდ ბათუმში საერთაშორისო ტერფიკინგის კუთხით შექმნილ ვითარებას.
მსვლელობის დაწყებამდე ჯონდი ბაღათურია არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ოფისში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა ბათუმის საკათედრო ტაძრისკენ.
დეპუტატმა პარლამენტში ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აჭარა საერთაშორისო ტრეფიკინგის ეპიცენტრად გადაიქცა. კერძოდ, ბაღათურიას ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეებს შუა აზიიდან ჩამოჰყავთ გოგონები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მათ პროსტიტუციაში იყენებენ.

ბეჭდვა