მმართველი გუნდი არ იზიარებს დასკვნას საარჩევნო გარემოს დამძიმების შესახებ
მმართველი გუნდი არ იზიარებს დასკვნას საარჩევნო გარემოს დამძიმების შესახებ
19:23 15.06.2012
პარლამენტის უმრავლესობის წევრები საარჩევნო გარემოს გაუარესების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმებიან.
როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ დღეს წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშს არ ეთანხმება.
„ქვეყნის ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნები უფრო სამართლიანი და თავისუფალი იყოს” – განაცხადა მინაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ბევრჯერ ჩატარდა წარმატებული დემოკრატიულ არჩევნები, მან მაგალითად მოიყვანა 2008 და 2010 წლის არჩევნები.
„ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა, ეუთომ ცალსახად განაცხადა, რომ ეს იყო არჩევნები, რომელშიც ამომრჩეველთა ნება გამოიხატა” - აღნიშნა მინაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დღეს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალდური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო, გასულ თვეებთან შედარებით, დამძიმებულია და ამის დასტურად მოყვანილია პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური დაპირისპირების, სამსახურიდან გათავისუფლების, ურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. ანგარიში, ასევე, მოიცავს მონაცემებს პოლიტიკური პარტიების მიმართ კონტროლის პალატის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ქმედებებზე, პარტიების მიერ საჯარო შეხვედრებსა და მოქალაქეთათვის პარტიების მიერ მიცემული დაპირებებზე.

ბეჭდვა