საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გორის რაიონის სოფელ შინდისში საცდელი ნაკვეთი დაათვალიერა და აგროტურში მონაწილე ფერმერებს გაესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე ტექნოლოგიურ და სამუშაო პროცესებს მათთან ერთად გაეცნო, ტურის დასრულების შემდეგ ფერმერებს აგარის ტექნიკური მომსახურების ცენტრის დათვალიერება შესთავაზა.
გადაწყვეტილება პრეზიდენტმა სპონტანურად მიიღო და სერვისცენტრში ავტობუსით მათთან ერთად გაემგზავრა.
მიხეილ სააკაშვილი გზად იმ პრობლემებითაც დაინტერესდა, რომელიც სოფლის მცხოვრებთათვის არის აქტუალური. ამ პრობლემების მოგვარება ქვეყნის პირველმა პირმა შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელებს დაავალა.
