„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა აქცია ჟენევაში გაიმართება
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა აქცია ჟენევაში გაიმართება
16:11 15.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები 17 ივნისს ჟენევაში აქციას გამართავენ.

„ქართული ოცნების“ „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აქცია სასტუმრო „პრეზიდენტ უილსონის“ წინ, სანაპიროზე, კვირას 14.00 საათზე დაიწყება.

კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 17 მაისს, 19.00 საათზე, ოზურგეთში დრამატული თეატრის წინ გეგმავს აქციას. აღნიშნული აქცია, კოალიციის წინასაარჩევნო ღონისძიებების ფარგლებში თბილისსა და ქუთაისში გამართული ფართომასშტაბიანი მანიფესტაცია-მიტინგის შემდეგ, რიგით მესამე იქნება.

კოალიციამ აქციის გამართვაზე ქალაქის მერიისგან თანხმობა უკვე მიიღო.

წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთში „ქართული ოცნება“ გურიიდან თავის მაჟორიტარ კანდიდატებს დაასახელებს.

ბეჭდვა