„ევროპის დემოკრატი სტუდენტების“ დელეგაცია წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას გაეცნობა
„ევროპის დემოკრატი სტუდენტების“ დელეგაცია წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას გაეცნობა
15:52 15.06.2012
„ევროპის სახალხო პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის „ევროპის დემოკრატი სტუდენტების“ დელეგაცია საქართველოში მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო  არჩევნების წინ არსებულ ვითარებას გაეცნობა.
ევროპელი ახალგაზრდების დელეგაცია დღეს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავჯდომარეს ბაჩუკი ქარდავას შეხვდა და საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე პარტიის პოზიციის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ქარდავას განცხადებით, ევროპის 30 ქვეყნიდან სტუდენტების საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღეს იმ პერსპექტივებზე ვისაუბრეთ, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის შეიძლება ჰქონდეს, ასევე, იმ მხარდაჭერაზე ვისაუბრეთ, რომელიც ევროპელმა ახალგაზრდებმა საქართველოს შეიძლება გაუწიონ“ - აღნიშნა ქარდავამ.
„ევროპის დემოკრატი სტუდენტების“ თავმჯდომარის ჟურაჟ ანტალის განცხადებით, ისინი საქართველოში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფარგლებში ჩამოვიდნენ და აინტერებთ პარტიის შეხდულება საქართველოში არსებულ ვითრებაზე.
„გვაინტერესებს როგორია საქართველოში არჩევნების წინ პოლიტიკური სიტუაცია და გვინდა გავიგოთ ხალხის პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით“-აღნიშნა ანტალმა.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ 1997 წლიდანაა „ევროპის სახალხო პარტიის“ სრულუფლებიანი წევრი. ამასთან, ედპ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თორნიკე ჭონიაშვილი „ევროპის დემოკრატი სტუდენტების“ მთავარი ბიუროს წევრია.

ბეჭდვა