კოალიცია „ქართული ოცნება“ ივნისის ბოლოდან ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო სიების „კარდაკარის“ პრინციპით გადამოწმებას დაიწყებს.
როგორც დღეს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას ეცოდინება, რომ მხოლოდ ის არ ამოწმებს საარჩევნო სიებს.
„ჩვენი გადამოწმების შედეგებს შევადარებთ კომისიის შედეგებს და თუ ძალიან დიდი აცდენა იქნება, ესეიგი, ერთ-ერთი არის მტყუანი, ხოლო მტყუანი ჩვენ ვერ ვიქნებით“- განაცხადა ბერძენიშვილმა.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ „კარდაკარის“ საველე სამუშაოები თითქმის უკვე დაასრულა.
