ბასი - საქართველოსა და ირანს შორის სავიზო ვალდებულებების გაუქმება კარგი ნაბიჯი იყო
ბასი - საქართველოსა და ირანს შორის სავიზო ვალდებულებების გაუქმება კარგი ნაბიჯი იყო
13:41 15.06.2012
ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ირანს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება დადებითი იყო, რათა ირანელებს შეეძლოთ საქართველოში ჩამოსვლა და იმის ხილვა, თუ რა ხდება მათ მეზობელ დემოკრატიაში.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ელჩმა ატლანტიკურ საბჭოზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.
მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და ირანს შორის სავიზო ვალდებულებების გაუქმება კარგი ნაბიჯი იყო. თუმცა, ამასთანავე, ბასის თქმით, ეს არ უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოს საშუალებით ირანმა მასზე დაწესებული სანქციების თავიდან არიდება შეძლოს.

ბეჭდვა