ჯობ ბასი - რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი ქართველების მთავარი პრობლემაა
ჯობ ბასი - რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი ქართველების მთავარი პრობლემაა
13:04 15.06.2012
საქართველოს მხრიდან უფრო მეტად არის გაგებული რუსეთში მიმდინარე პროცესები, ვიდრე რუსეთის მიერ - თუ რა ხდება საქართველოში. ამის შესახებ  ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ალტანტიკურ საბჭოზე გამოსვლისას განაცხადა. გამოსვლის ტექსტი „ამერიკის ხმამ“ გამოაქვეყნა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი კვლევები ადასტურებს, რომ ქართველების დიდ ნაწილს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების ხარჯზე. ბასმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი, ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება და ეს რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს.
რაც შეეხება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემას, მისი თქმით, ამის მოსაგვარებლად წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მიერ შეთავაზებული ნეიტრალური პასპორტი, რითაც აფხაზებს და ოსებს შეეძლებათ უცხოეთში მოგზაურობა.
ელჩმა აღნიშნა, რომ ის ოპტიმისტრად უყურებს საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების დაძლევას. ოპტიმიზმის საფუძველად კი, იმ „მენტალური რევოლუციას“ ასახელებს, რაც ბოლო დროს საქართველოში მოხდა და ეს პროცესი გრძელდება. ბასის თქმით, ქართველები უკვე სხვაგვარად აღიქვამენ თანამედროვე სამყაროს და საქართველოს ადგილს ამ სამყაროში. ელჩის განცხადებით, ეს დიდწილად ახალი თაობის დამსახურებაა.

ბეჭდვა