დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდა
დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდა
17:25 02.11.2016
„ქართული ოცნების“ ლიდერები - გია ვოლსკი, მანანა კობახიძე და გიორგი კახიანი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდნენ.
როგორც მმართველის გუნდის წევრებმა განაცხადეს, შეხვედრაზე მეცხრე მოწვევის პარლამენტის შეკრებისასთან დაკავშირებით საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.
გია ვოლსკის თქმით, გაზაფხულზე გადაწყდება ითანამშრომლებენ თუ არა დავით უსუფაშვილთან.
„გაზაფხულს დაველოდოთ, მე ვფიქრობ, რომ დავით უსუფაშვილი პარლამენტის წარმატებული თავმჯდომარე იყო. მნიშვნელოვნად შეამცირა მან თავისი საქმიანობის დიაპაზონი, როდესაც პარტიულ საქმიანობაში გადავიდა და პარტიამაც დიდიად ვერ გამოიჩინა თავი პოლიტიკური მიმართულებებით, ვნახოთ, როგორ დავით უსუფაშვილს ვიხილავთ გაზაფხულზე, რა საკითხები ექნება პრიორიტეტული, რა თემებს დააყენებს და მერე განვსაზღვროთ. თანამშრომლობას გარკვეული ფორმატი სჭირდება, საკითხები და წინადადებები სჭირდება, ასევე რაღაცის ჩამოყალიბება, თორემ ამ ქვეყანაზე ბევრი გონიერი ადამიანი დადის“- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტად როდის შეიკრიბება შემდეგი მოწვევის პარლამენტი, თუმცა სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოს სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება.


ბეჭდვა