საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო
უმრავლესობის მოპოვება უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს.
პრემიერის განცხადებითვე, „ქართული ოცნება“ აღნიშნულს გამოიყენებს იმისთვის, რომ კოსტიტუციის რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე მორგება აღარ მოხდეს.
„ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო. ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ აღარავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს. ჩვენთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს. რაც მეტია ხალხის ნდობა, მით მომთხოვნია საზოგადოება. ჩვენ გვქვს ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები, რომლებიც განთლების სისტემის არსებით გაუმჯობესებაზე, ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. დღეიდან აღმშენებლობის სრულიად ახალი ეტაპი იწყება საქართველოში. მზად ვართ ქვეყნის წინსვლისთვის გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
