ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ოზურგეთში აქციის ჩატარებაზე ოფიციალური ნებართვა უკვე მისცა.
კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თანხმობა აქციის ჩატარებაზე მათ მუნიციპალიტეტიდან წერილობითი სახით მიიღეს.
„ქართული ოცნების“ აქცია იზურგეთში, 17 ივნისს 19:00 საათზე ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის წინ გაიმართება.
შესაძლოა, აქციაზე გურიის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დასახელდნენ.
